რეზონანსი
16.03.2023

მწერალმა დათო ტურაშვილმა ტელეეთერით "ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ ყაველაშვილს უპასუხა, რომელმაც გუშინ მისგან მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა:

"უცნაური რამე დამემართა, მიხეილ ყაველაშვილმა მომიხსენია... ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. ჩემზე თქვა რატომ დადის "ფორმულაშიო", კეზერაშვილის ტელევიზიაშიო. სიმართლე ისაა, რომ მე იმიტომ დავდივარ იქ, რომ ვილაპარაკო იმაზე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რაც ყველაზე აუცილებელი მგონია, ეს არის წიგნები და განათლება. მე კეზერაშვილი მის ტელევიზიაშიც კი გამიკრიტიკებია პირდაპირ ეთერში და დერეფნებში რომ გამილანძღავს, ეს ცალკე ამბავია. ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ. 

კარგი ვეზიზღები და მიჩვეული ვარ მაგას, მაგრამ იმის დაბრალება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვაგინებდი, ეს რა არის ხალხო. ვაგინებდი კი არა, ვინც კი ის გააკრიტიკა, ყველას ვუპასუხე იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მისი ოდნავი კრიტიკაც არ შეიძლება. ასეთი რამის დაბრალება? 

მერე კიდევ ასეთი რამე თქვა - ჩვენს მორაგბეებს რატომ არ აქებსო და კიდევ ამ სფეროში ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს რატომ არ ხედავსო. ჩემზე ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება, რაც მე ქართველი მორაგბეებზე მილაპარაკია და დამიწერია? ხოლო ბიძინა ივანიშვილს მარტო ამისთვის კი არ ვეტყვი მადლობას, როცა შევხვდები (ისე, არასდროს არ მინახავს), არამედ... საგურამოსთან არის მეურნეობა, უნიკალური, სადაც მოაგროვეს რაც კი დაკარგული იყო რუსების დროს ჩვენი ვაზის ჯიშები. მაგისთვისაც ეკუთვნის მადლობა და სხვა ყველა სიკეთისთვის რაც კი გაკეთებული აქვს, მაგრამ მინდა ყაველაშვილს და სხვა სპორტსმენებს ვუთხრა, ამისთვის თუ ეუბნებით მადლობას, იმას რატომ არ ეუბნებით შუა დედაქალაქში „ლაგუნა ვერე“ რომ გვაქვს, მთლიანად რომ დაჭაობდა. მაგის თქმა რატომ არ შეიძლება? მე ვეტყვი, სადმე შემახვედრეთ და მე ვეტყვი... ყველა ხელისუფლებას ვეუბნები მადლობას, ვინც რამეს კარგს გააკეთებს და ყველას გავლანძღავ, ვინც ცუდს გააკეთებს. მგონია, რომ ნორმალური მოქალაქე ასეთი უნდა იყოს", - განაცხადა დათო ტურაშვილმა "TV პირველის" ეთერში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×