რეზონანსი
17.03.2023

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ ბავშვი დაახლოებით, 11 საათზე ნახა. 

,,კოლეჯის წინ ვნახე, ძაღლს ვასეირნებდი, მოვიდა, საქანელაზე იქანავა. მერე მკითხა, თქვენი ძაღლია, რა საყვარელიაო, მადლობა-მეთქი და წავიდა პეტრიწისკენ. 

მარტო იყო, სადღაც 11-ზე, ალბათ, ან 12 -ის წუთებზე, ზუსტად ვერ ვიტყვი დროს...", - წერს თვითმხილველი, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში. 

გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.

როგორც ,,პრაიმტაიმთან" ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, ადგილზე მისულს საშინელი სურათი დახვდა.

„ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს! რომ ვიცოდე ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული, ზუსტად ვიცი, არ დავიხევდი უკან და ჩემი ხელით დავასახიჩრებდი. მე დღეს ვნახე შვილის სიკვდილი ჩემი თვალით. ყველაფერი კარგავს აზრს. ვხედავდი პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს ცდილობდნენ გაეთბოთ პატარას სხეული და ტკივილი გაეყუჩებინათ. ამავე დროს ვხედავდი ქვად ქცეულ დედას, რომელსაც ვერაფერს ეტყოდი სანუგეშოს. ან რა უნდა გეთქვა?! ყველაზე საშინელი წამების, წუთების და საათის მომსწრე გავხდი. ღმუოდა ხალხი. ტიროდა, კიოდა, ყვიროდა... არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ან როგორ შეიძლება ამ დროს შეძლო და რამე შეაფასო...“, - უთხრა "პრაიმტაიმს" თვითმხილველმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×