რეზონანსი
17.03.2023

დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები დეტალებზე საუბრობენ.

მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში ლანა ლანჩავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„საშინელი ღამე იყო წუხელ... რა დამაძინებდა, რა დამაძინებდა! 1 საათზე განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან, დედის, რომელიც თავის 12 წლის სიფრიფანა გოგოს ეძებდა უბანში. ჩემი გოგონების ტოლს.

ჩავედი, მეც მასთან ერთად ვეძებე, სადარბაზოებში, სახურავებზე, სკვერებში და ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამალულიყო და... ვიპოვეთ, ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო, მშვიდად, სუფთად, მე ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი, ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო.

არ იციან რა მოხდა, ახლაც მუშაობს პოლიცია. სახლიდან დეიდაშვილთან ნაჩხუბარი გავიდაო. ისე იწვა, თითქოს სძინავსო, ლამაზად და სუფთად ჩაცმული", - წერს ლანა ლანჩავა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×