რეზონანსი
19.03.2023

მწერალ დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი განვლილი რთული დღეების შესახებ საუბრობს. მან მიმართა ადამიანებს, რომლებმაც მისი ოჯახის წევრების მისამართით სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე კომენტარები გააკეთეს.

„ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ, იმიტომ რომ ამ დღეების განმავლობაში სერიოზული შავი პიარი მიმდინარეობს მამაჩემისა და ჩემი ოჯახის მიმართ.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტროლების ქარხანაში მუშაობენ. არ შეიძლება, ადამიანებს ასე ექცეოდეთ, არ შეიძლება, ასეთ რამეს წერდეთ და ამბობდეთ! არ გინდათ ამის გაკეთება, რატომ ემსახურებით ამას, რა საჭიროა?

მამაჩემს არც ერთი ხელისუფლების არასდროს შეშინებია, არც ახლა ეშინია და თავი დაგვანებეთ”, – აცხადებს ანაკო ტურაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×