ატენში 31 წლის მარგო პავლიაშვილის გარდაიცვალა, ამ სამწუხარო ფაქტს გამოეხმაურა შოთო სიხარულიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ქალი წერილი. როგორც ირკვევა, მარგო პავლიაშვილმა იგი ჯერ კიდევ შარშან გერმანიაში ყოფნისას დაწერა და ახლობლები გაამხნევა.
„გუშინწინ 41°-ს რომ ასცდა ჩემი სხეულის ტემპერატურა, ვიფიქრე, - დადგა ჩემი აღსასრულის დღე-მეთქი. აბა, არაფერი მაბადია და ანდერძის დაწერას აზრი არ ჰქონდა. გადავბრუნდი და დავიძინე. ვხედავ, თეთრწვერა კაცი მოდის. ვიფიქრე, უკვე იქა ვარ-მეთქი.
მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, - ნუ გეშინია შვილო, ღმერთს თავისთვის კარგები უნდაო. ჰოდა, მერამდენედ გადამარჩინა ჩემმა მამაძაღლობებმა. იგრიალე, ოქრო.“
ემიგრანტებო ის უსაყვარლესი გოგონა იყო თავისი უკეთილესი გულით და პოზიტიური თვისებებით გამორჩეული… ის მხოლოდ 31 წლის იყო. დატოვა ორი მცირეწლოვანი ანგელოზი... მარგო ავმა სენმა წაგვართვა...“ - აღნიშნული შოთო სიხარულიძის წერილში.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე