რეზონანსი
25.11.2023

„მი­შის­ტე­ბო, რამე არ მომ­წე­როთ გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, და­ი­წყევ­ლე­ბით ეგ­რე­ვე..." - ამ სი­ტყვე­ბით იწყებს მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ლე­ნუ­კა პოსტს, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

ლე­ნუ­კა ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს მი­მარ­თავს და წერს, რომ მა­მის, ზურა ყიფ­ში­ძის მი­სა­მარ­თით არა­სო­დეს გა­ბე­დოს რა­მის თქმა.

„რაც ეს გადაცემა გავიდა, იმის მერე ვითმენ, ვითმენ და აი, ამოვიდა ყელში, ძალიან ამოვიდა! აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს?! რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა?! რაც თვითონ აწყობდა, ის თქვა მხოლოდ... ოეე, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი...

მიშისტებმა რამე არ მომწეროთ გადაბრუნებული, დაიწყევლებით ეგრევე...

დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ*** ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს, სანამ მამაჩემზე გადაბრუნებულ რამეს იტყვი. საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი, სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე, ასე სჯობს შენთვის.

შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა, სანამ რამეს გადაბრუნებულს იტყვით მამაჩემზე, პირი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ შენ მამაჩემზე ასე რატომ საუბრობ? რატომ აძლევ შენს თავს უფლებას?

ნუ შეე*ით ამ კაცს!

აი, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს არ გაბედო მამაჩემზე გადაბრუნებული რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია?!" - წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.

ლე­ნუ­კა პოსტს იმ ვი­დე­ოს ურ­თავს, სა­დაც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თა­ვის გა­და­ცე­მა­ში ზურა ყიფ­ში­ძე­ზე სა­უბ­რობს და მსახიობს აკრიტიკებს. უც­ნა­უ­რია, რომ ეს ფაქ­ტი ორი წლი წინ მოხ­და, ახლა რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა მსა­ხი­ო­ბის შვი­ლი უც­ნო­ბია.

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­და­ცე­მას „უც­ნო­ბის კი­დო­ბა­ნი" სტუმ­რობ­და, სა­დაც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა.

„მა­პა­ტი­ეთ და ძა­ლი­ან ცუდ რა­მე­ებს ვი­ტყვი, რა... რომ შე­მო­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ, ცოლი გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნათ, შვი­ლი მო­ეკ­ლათ, ცო­ლის თვალ­წინ გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე... ერთი გიჟი რო­გორ ვერ გა­მოჩ­ნდა, კე­ნე­დი „დაბ­რი­დეს"... მე იმას კი არ ვი­ძა­ხი, არი­ქა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მიშა რომ მო­ეკ­ლათ, უბ­რა­ლოდ, ვერ­ცერ­თმა გამ­წა­რე­ბულ­მა ვერ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი." - ამ­ბობს ზურა ყიფ­ში­ძე.

სწორედ ამ გნცხადების გამო გააკრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანმა ზურაბ ყიფშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×