რეზონანსი
01.04.2024

კალათბურთელი, გიორგი ცინცაძე, რომელმაც 20-წლიანი კარიერა დაასრულა, გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა. კითხვის პასუხად „შენ და რელიგია როგორ ხართ?“ მან პირდაპირი პასუხი გასცა:

„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ადრე რელიგიური ვიყავი, მამაოსთანაც დავდიოდი. როგორც ვცხოვრობ, საკმაოდ ქრისტიანულად, მაგრამ...

ჩემი უფროსი შვილი არასტანდარტული განვითარებისაა, მანდ [ღმერთზე] გავბრაზდი. მანდ მოხდა გარდატეხა.

ჩემი აზრით. პირველ რიგში, ჩემი შვილი არ იმსახურებდა... არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია. მე და ჩემი მეუღლე როგორც ვცხოვრობდით, არ უნდა ყოფილიყო ეს... ახლა ძალიან კარგად ვართ, ისიც ბედნიერია, მაგრამ გაბრაზებული ვარ. შეიძლება არასწორად ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემს გულში ასეა...

ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან და ჩემი დიდი სიყვარულია. 13 წლის ასაკში მართლა გენიოსია. ზენიჭიერია... იმაში, რაც უყვარს, მე და შენ ჯიბეში ჩაგვისვამს,“ - თქვა გიორგი ცინცაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×