რეზონანსი
07.06.2024

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ეკა მჟა­ვა­ნა­ძის ცეკ­ვის ვი­დეო, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა სპექ­ტაკლ „ქა­ლე­ბის“ დროს გა­და­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპექ­ტაკ­ლი 2019 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია, მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის გმი­რის ცეკ­ვის ვი­დეო გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. იყო კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც.

„მე რომ ვნა­ხე პირ­ვე­ლად, ჯერ ერთი, ცუ­დად გა­და­ღე­ბუ­ლია. კა­მე­რა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და ყვე­ლა დე­ტალს ადი­დებს, წონა გე­მა­ტე­ბა... ჭარ­ბი წონა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ამ ცეკ­ვის ში­ნა­არ­სი და ამო­ცა­ნა ეგ იყო, რომ ამ ჩემს ჭარბ წო­ნას დავ­ცი­ნო­დი ასე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბით. ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი, იმ სცე­ნის დროს.

თან სპექ­ტაკლში კლა­სე­ლე­ბი არი­ან, სვა­მენ, ერ­თო­ბი­ან, ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ გახ­სნი­ლად, მა­ი­მუ­ნო­ბენ და ერთ-ერთი ეს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი და­დეს. ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, ვი­ღა­ცას - არა.

რომ გი­თხრათ, რომ მე­სი­ა­მოვ­ნა, ვერ გე­ტყვით. არ მე­სი­ა­მოვ­ნა ნამ­დვი­ლად. ჯერ თვი­თონ ვი­დეო არ მე­სი­ა­მოვ­ნა, არას­წო­რად გა­და­ღე­ბუ­ლი ქვე­ვი­დან. ცოტა გავ­ღი­ზი­ან­დი, მაგ­რამ არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა. მერე რომ აღარ დამ­თავ­რდა და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, ცოტა გულ­ზე მო­სახ­ვედ­რია.

თა­ვი­დან არ გან­მიც­დია, მერე ცოტა რა­ღაც გული მეტ­კი­ნა. მერე მე­გობ­რებ­მა და­მი­რე­კეს, აღარ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ აღარ დამ­თავ­რდა და არ მთავ­რდე­ბა კი­დევ. რა ვქნა ახლა, თავს ვერ მო­ვიკ­ლავ, რა ვქნა. ჩემი პრო­ფე­სი­აა“, - განაცხადა მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×