რეზონანსი
10.07.2024

სოციალურ ქსელში მსახიოb ქეთევან კიკნაძის სტატუსი ვრცელდება, და როგორც თავად წერდა ეს იყო აღსარება, რომელსაც საზოგადოებას აბარებდა:

„არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ.

ამ სახლში მარტო გიგა არ იზრდებოდა, აქ იზრდებოდა მარიკა ლორთქიფანიძე, ევგენი მიქელაძე, დამისახელეთ მსგავსი ადამიანები, სირცხვილი თქვენი, ამას შეგახსენებთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ვინც თავისი ქვეყნის წარსულს და ისტორიას პატივს არ სცემს, ვერასოდეს წავა წინ, ასე იჩოჩიალებთ მთელი ცხოვრება.

ასევე მინდა საზოგადოებამ, იცოდეს, ჩუნეშის ლორთქიფანიძეების სათავადო მიწები გადავეცით საპატრიარქოს უარი ვთქვით ბათუმის სახლზე, უარი ვთქვით რუსთავში ბინის მიღებაზე,უარი ვთქვით სააგარაკო მიწაზე, თბილისის ერთი ბინა ჩვაბარეთ, ევგენი მიქელაძის როიალი ვაჩუქე, მისი სახელობის სიმფონიურ ორკესტრს.რომელიც სიხარულით მიიღეს, სამაგიეროდ, ყურმილი არ აუღია მიმღებს, მოკრძალებული მადლობა ეთქვა ვინმეს (სასწაული სწორედ აქ არის.

სულ ეს არის ჩემი აღსარება მადლობა ყურადღებისთვის. სამაგიეროდ, ჩემს ზემოთ მცხოვრების სააბაზანოდან წყალი ჩამომდის, მეუბნებიან შენ გესხმება და შენ გააკეთეო. 

ღმერთო, ჩემი მონაგარი მიმყოფე ჯანმრთელად და ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ღმერთი მაღალია. იმან განსაჯოს“ - წერს ქეთევან კიკნაძე. 

ცნობისთვის, 9 ივლისს ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველ მსახიობ ქეთევან კიკნაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×