ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე 8-წლიანი ძიების შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიურ მამას - გურგენ ხორავას შეხვდა. ამის შემდეგ გაჩნდა კითხვა, სად არის მისი ბიოლოგიური დედა.
"დედა არ არის საქართველოში და ამიტომ არ არის ვიდეოში, ანუ მარტო მამის გაჩენილი არ ვარ" - დაწერა თამუნა მუსერიძემ.
რაც შეეხება მამას, გურგენ ხორავა ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ის ცეკვავდა „სუხიშვილებში", არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ფენიქსის" სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე