რეზონანსი
27.09.2024

მსახიობი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ რცხვე­ნია იმ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის, სა­დაც წლე­ბის წინ კე­სა­რია აბრამიძე ჰყავ­და სტუმ­რად. მსახიობი მოკლულ ტრანსგენდერ ქალს ბოდიშს უხდის გადაცემაში დასმული კითხვების გამო.

„წლე­ბის წინ, კე­სა­რია იყო სტუმ­რად „სი­მარ­თლის დრო­ში". ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ზი­ზღა­რი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს, იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე", - ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×