ცნობილი თელაველი ტიკტოკერი მარი ომანაშვილი 33 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის საზოგადოებას წლების წინ თელაველმა ქველმოქმედმა დინა ნაწიფაშვილმა გააცნო. ქალს, რომელსაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, დინას ძალისხმევით, პატარა სახლი-კონტეინერი დაუდგეს. დინა და მარი ხშირად წერდნენ ერთად ვიდეოებს. მარი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვარდათ.
რა მოხდა თელავში, როგორ გარდაიცვალა 33 წლის მარი ომანაშვილი, ამის თაობაზე "ამბებს" დინა ესუბრა:
"ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. მომწერეს და მითხრეს, რომ მარი ავარიაში მოჰყვა. ზოგი მწერდა, - ნუ ნერვიულობ, კარგად იქნებაო, მაგრამ რეფერალურში გარდაიცვალა. ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა. არ ვიცი, დაკავებულია თუ არა მძღოლი, არანაირი დეტალი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ.
საზოგადოებამ იცის, რომ მარის ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემთხვევის დროს ნასვამი იყო თუ არა, არ ვიცი. დაკრძალვის ხარჯებში თელავის მერია გვეხმარება, მაგრამ საზოგადოების დახმარება ამ ერთხელაც მაინც დაგვჭირდება.
ახლა, თქვენ რომ დამირეკეთ, მარის სახლში მივდივარ, უნდა დავალაგო, რომ იქ მოასვენონ.
არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან, ძალიან მიმძიმს, ცუდად ვარ. სულ ვცდილობდი, რომ მარის სასმელი არ დაელია. ამ დროს ტირილს ვიწყებდი, ვთხოვდი, გეხვეწები, არ დალიო-მეთქი. ამ დროს თვითონაც ატირდებოდა, - ყოველდღე ხომ აღარ ვსვამ, ხანდახან არა უშავსო.
თელავში ყველას უყვარდა მარი და სოციალურ ქსელშიც უამრავი შეტყობინება მომდის. ყველა შეძრულია მომხდარით", - თქვა დინა ნაწიფაშვილმა.
ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე