რეზონანსი
30.09.2024

ბათუმში 31 წლის მეზღვაური გარდაიცვალა. თემურ ოსიძე ჩაქვიდან იყო. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა:

"შვილი მოუკვდა ემიგრანტ დედას. იტალიიდან ნაპოლიდან ჩამოვიდა შვილი გულში ჩაიკრა და მალევე უკან ბრუნდებოდა და თურმე რა ტრაგედია ელოდებოდა წინ…

ეტყობა გული უგრძნობდა ინგას, ნაპოლიდან წამოვიდა საქართველოში და შვილი გარდაეცვალა.

ჩემს ჩაქვში გლოვის ზარია.

არადა ემიგრანტი დედა კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილის სამომავლოდ. სახლში 31 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა, სიზმრებში ოცნებობდა, მისთვის ყველაფერი კარგი ქონოდა.  ყველაფერს ამისთვის უძლებდა, სიშორეს, სიცივეს, უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.

ახლა კი ცარიელტარიელი ზის გაყინული შვილის სასახლესთან. შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ თურმე, უბრალოდ, სუნთქავენ. ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ინგა დიასამიძე.

ღმერთო გამძლეობა მიეცი ინგას.

ღმერთო, ნურცერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დაააბრუნე ემიგრანტები მის სახლებში.

უფალო ნურცერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს. განსაკუთრებით ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წართმევ დაიფარე ყველა დედა უფალო.

31 წელი დასრულდა წამში. შიში ჩამდგარა მშობლების თვალში.  დედის ერთია იმედი მისი გამოესალმა სიცოცხლეს რისთვის?

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს “ემიგრანტ დედას” ინგა დიასამიძეს” შვილის თემო ოსიძის გარდაცვალების გამო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული სიტყვები უძლურია დავმუნჯდი ტკივილს რომელსაც სახელი არააქვს” - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×