რეზონანსი
26.11.2024

37 წლის გიული გორგაძეს ნანატრი შვილი 23-წლიანი მოლოდინის შემდეგ შეეძინა. გიული გორგაძე საკუთარ შვილის შეძენით გამოწვეულ ემოციებზე გულწრფელად საუბრობს:

„23 წლის წინ დავოჯახდი, ორსულად არასდროს ვყოფილვარ, განვიცდიდი, თავიდან ვმკურნალობდი, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ დავიღალე და მკურნალობას თავი დავანებე.

რა თქმა უნდა, ყველა ქალს უნდა შვილი ჰყავდეს, მაგრამ… ველოდებოდი, თუ მეყოლებოდა, გამიხარდებოდა.

ერთ დღესაც გავიგე, რომ ორსულად ვარ. საერთოდ არ მიმკურნალია, არც ექიმთან ვყოფილვარ. მანამდე, ჭარბი წონა მქონდა, სწორი კვებით 25 კილო დავიკელი და, ალბათ, ესეც იყო მიზეზი.

ეს ამბავი სამსახურში წასვლის დროს გავიგე, იყო ძალიან სიხარული, სიხარულით ვტიროდი.

ორსულობის პერიოდში წნევები მაწუხებდა. იყო მომენტი, როდესაც ექიმები ფიქრობდნენ, მე გადავერჩინე და ფეხმძიმობა შეეწყვიტათ, მაგრამ ღმერთმა ორივე გადაგვარჩინა“, – უთხრა გიული გორგაძემ „პალიტრავიდეოს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×