ნუგზარ ყურაშვილს შარდის ბუშტის სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს. მან შეძლო და ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციას გადის, თუმცა თეატრს უკვე დაუბრუნდა.
ის ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გადატანილი განსაცდელის შესახებ საუბრობს:
"ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ, მთლად კარგად ვერ ვარ. ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, მაგრამ მეტასტაზებმა ორგანიზმში გასვლა ვერ მოასწრო. თურქეთში, კლინიკაში ორი თვე ვიწექი, შარდის ბუშტი გადამინერგეს. ჩემი მკურნალობა 48 000 დოლარი დაჯდა.
მთავრობამ და სერიალ „ცხელის ძაღლის“ მოყვარულებმა დამაფინასეს. ამ სერიალში ჩემი გმირი, უჩა ზერაგია, ბევრს უყვარს. ამ სერიალის ფანკლუბია შექმნილი, სადაც 120 000 ადამიანია გაწევრებული. ჩემთვის ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ხალხისგან იმდენი სიყვარული, სითბო ვიგრძენი, ამას არ ველოდი.
ოპერაცია რთული იყო, ექვსსაათნახევარი მიმდინარეობდა. უფლის წყალობით, ნელ-ნელა დავდექი ფეხზე…“ - განაცხადა მსახიობმა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე