რეზონანსი
30.11.2024

სააკაშვილის მთავრობის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს მი­მარ­თავს.

"გუ­რამ კა­ში­ას, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას, ვა­სილ ლობ­ჟა­ნი­ძეს.

თქვენ, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს, არა­ერ­თხელ გი­თხო­ვი­ათ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, სტა­დი­ონ­ზე მო­დით და მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რე­თო.

ახლა ამ ხალ­ხს, ვინც თქვენ თხოვ­ნას არა­ერ­თხელ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია და სტა­დი­ო­ნე­ბი გა­და­უვ­სია, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

მათ სცე­მენ, თა­ვებს უხეთ­ქა­ვენ, წი­წა­კის სპრე­ე­ბით წამ­ლა­ვენ იმის­თვის, რომ მათ თა­ვი­ან­თი - და თქვე­ნი - სამშობ­ლო რუ­სე­თის­თვის არ ემე­ტე­ბათ.

მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მკა­ფიო პო­ზი­ცია (და არა ინ­სტაგ­რამ სთო­რე­ბით კეკ­ლუ­ცო­ბა) თქვენ უფრო გჭირ­დე­ბათ. იმი­სათ­ვის, რომ ხვალ გქონ­დეთ იმის უფ­ლე­ბა, რომ ხალ­ხს ისევ სთხო­ვოთ სტა­დი­ონ­ზე მოს­ვლა.

არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა", - წერს ის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×