პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ოპოზიციური მედიის წყალობითაა აქციები უშედეგო.
„ტელემედიაყანებში გნიასია. ყანის სარეველებს თვითგადარჩენის, მოქმედების მექანიზმის სტრუქტურა ჩაერთოთ და ხელებს ასავსავებენ ეს „თემუდან“ გამოწერილი მეორადი თავხედი”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისი აღშფოთება სოციალურ ქსელში ეკა კვესიტაძის მოსაზრებამ გამოიწვია. კერძოდ კი, კვესიტაძემ ასეთი რამ დაწერა:
„მგონია, რომ მხოლოდ იმის გაშუქება – აქ რატომ ხართ, რას აპროტესტებთ და რა არის თქვენი სათქმელი – საკმარისი აღარ არის. პოლიტიკური პროცესი უნდა დავაბრუნოთ და პოლიტიკოსები უნდა დაბრუნდნენ ამ პროცესში. კითხვები ძალიან ბევრია, კიდევ უფრო მეტი იქნება, თუ ვიფიქრებთ რა კითხვები სჭირდება დღეს პროცესის გამოცოცხლებას. ახალი ფორმატებია მოსაფიქრებელი, პოლიტიკოსები და აქტიური მოქალაქეები პირისპირ. ოცნების გიჟურ პროპაგანდას დაპირისპირება სჭირდება – ჭკვიანურად, გულწრფელი და სწორი მესიჯებით. პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თავისი სასაუბრო ენა უნდა “გადატვირთონ”, ის უფრო სახალხო, ადვილად გასაგები და გულწრფელი უნდა გახადოს. დაშმორებული ენა უნდა გამოცოცხლდეს – ჩვენ ახალპოლიტიკურ ელიტას ვერ შევქმნით ერთ დღეში, მაგრამ შეგვიძლია არსებულს მოვთხოვოთ უკეთესები იყვნენ და მეტი, გაცილებით მეტი იმუშაონ თავის თავზე.
აუცილებელი და უკიდურესად სასურველია, რუსთაველის გამზირის სახალხო ლიდერებით შეივსოს პოლიტიკური კლასი. ამისათვის, მედიის ფორმატების სრული გადატვირთვაა საჭირო, ასევე ახალი პოდკასტების და სხვა სასაუბრო პლათფორმების შექმნა. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი”, – დაწერა კვესიტაძემ.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე