რეზონანსი
30.01.2025

თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ გადაცემის სტუმარი, მარტოხელა მამა, ბორის ჩაგუნა იყო. იგი ორ შვილს მარტო ზრდის და გადაცემაში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მეუღლე წავიდა, მისი მთავარი საზრუნავი, შვილების აღზრდა და ფეხზე დაყენებაა.

„არავინ არ მყავს დამხმარე, ყველაფრის კეთება მე მიწევს, ვბან ბავშვებს, ვაცმევ, მიმყავს სკოლაში, ბავშვები მეხმარებიან. როცა მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვფიქრობ და ჩემი მთავარი მიზანი არის ბავშვები ფეხზე დავაყენო და არ ჰქონდეთ ისეთი რთული ცხოვრება, როგორიც მე მქონდა”, - ამბობს ბორის ჩაგუნავა.

მარტოხელა მამა იხსენებს შვილის გარდაცვალების უმძიმეს ისტორიას:

„ეს მოხდა წამებში, რომ შემოვედი ბავშვი უკვე ჩავარდნილი იყო, ძალიან ძნელია, 8 წელი გავიდა… ლერიკოს, როცა ვუყურებ სულ ლუკა მახსენდება“, - ამბობს მარტოხელა მამა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×