
29 იანვარს მსახიობ ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა, როგორც ცნობილია მისი გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა.
მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მისი დიდი ხნის მეგობარი გია ბაღაშვილი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„აღარ გვყავს ჩვენი ალეკო! ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი ლეწე! სითბოთი, სიკეთით, იუმორით სავსე კაცი... გვერდში მდგომი, გულიანი... გულმა
ვეღარ გაუძლო სწორედ... ენა არ მიბრუნდება, მასზე წარსულ დროში რომ ვსაუბრობ... ეს სიცოცხლით სავსე კაცი, რომელიც სულ იმაზე იყო მომართული, სხვას შეხიდებოდა, ღიმილი ეჩუქებინა, სირთულე შეემსუბუქებინა... მთელი ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახი შეძრულია ალეკოს დაკარგვით... ვუსამძიმრებ ალეკო თეთრაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს...
გისამძიმრებთ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც ალეკოს პიროვნება, მისი ხალასი ნიჭი და შემოქმედება ახლობელი და ძვირფასი იყო!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე