რეზონანსი
30.01.2025

2 დღის წინ ალეკო თეთრაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი თრომბი გახდა. ალეკოზე წარსულში საუბარი ძალიან უჭირს ცუცა კაპანაძეს, მეგობარს, რომელსაც 48-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ პაროდისტთან. 

დაუჯერებელია ჩემთვის მეგობარზე წარსულში საუბარი. ალეკო მხოლოდ მეგობარი ხომ არ იყო, იყო პარტნიორი თეატრ-სტუდია "მოდი, ნახე"-ში, "პა სეანსში", "იუმორინაში" - 48 წელი ცოტა ხომ არ არის, ნახევარი საუკუნეა. მძიმეა... ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასე უცებ თუ წავიდოდა.

სტენტირება ერთი წლის წინ გაიკეთა. მას შემდეგ ზოგჯერ სუსტად გრძნობდა თავს. ორი დღის წინ, ცუდად რომ გამხდარა, ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. 12 საათი უკეთებდნენ ოპერაციას. თრომბი მოწყდა და ვერ გადაარჩინეს... 

ზაფხულში საქართველოში რომ ვიყავი, ტელევიზიაში უნდა შევხვედროდით, ერთ გადაცემაში. არ იყო კარგად და ვერ მოვდივარო, დარეკა. თან მითხრა, ჩემი უნახავი არ წახვიდე ამერიკაში, მომენატრე, სახლში გამომიარეო. დავპირდი, გნახავ, ჩაგეხუტები-მეთქი. მაგრამ გამოფრენის დღეს, იმდენი საქმე მქონდა, ალეკოსთან მისვლა ვეღარ მოვახერხე. დამირეკა, სად ხარო? აეროპორტში ვარ, ბოდიში, ვერ გნახე, მაგრამ მალე სულ ვბრუნდები და მერე სულ ერთად ვიქნებით-მეთქი. ჰო, ჯიგარო, გეყოფა ამერიკა, ჩამოდი და ერთად გამოვჩნდეთ ტელევიზიაშიო. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. არ ჩამოვედი დროზე, არ ვნახე და არ ჩავეხუტე... 67 წლის იყო...

ალეკო მოუშუშებელი ტკივილია. იყო დიდი ბიჭი ბავშვის გულით..." - განაცხადა "პრაიმტამთან" ცუცა კაპანაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×