რეზონანსი
31.01.2025

თბილისის N32 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-11 კლასის მოსწავლე:

„მეორე დღეა სკოლა სკოლას აღარ ჰგავს... აღარ ხმაურობს ძველებურად... რთული გასააზრებელია რაც მოხდა... უსამართლოა წუთისოფელი...

ჩვენი სკოლის XIბ კლასის მოსწავლე, მშვენიერი ნატალია ქოიავა, აღარ არის... ძნელია, მძიმეა ამის გააზრება, გაგება, მიღება... ის ჩვენი ნაწილი იყო და აღარ არის...

თითოეული წევრი 32-ე საჯარო სკოლის, როგორც ერთი, განიცდის და გლოვობს ნატალიას იმიერ სამყაროში გადაბრძანებას.

მოურჩენელ ტკივილად დარჩები!!!

მშვიდად განისვენე ჩვენო ფაიფურის თოჯინა, ჩვენი ნატალია“, - წერია სამძიმრის ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×