რეზონანსი
31.01.2025

14 დღეა ბა­თუმ­ში და­კარ­გულ 14 წლის მო­ზარდს, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს უშე­დე­გოდ ეძე­ბენ.

იგი 16 იან­ვარს, 22 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს.

ალექ­სან­დრე ბა­თუ­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სკამ­ზე იპო­ვეს, თურ­მე კა­მე­რებ­ში ჩანს, სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ჭიც და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა.

14 წლის ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„პირველ რიგში მივმართავ ალექსანდრეს, დე. ნურაფრის გეშინია, დე. გთხოვ გამოჩნდი, ჩემამდე მოდი და ყველა შენი პრობლემა იქნება განულებული. ასევე მივმართავ საზოგადოებას: მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით. მე ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე",- ამბობს ალექსანდრეს დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×