
ყოფილი დეპუტატი, „მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მთავარი არხის" ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია, წამყვანს ებაქიბუქება და ნატო ჩხეიძის გვარსა და სახელს თავის გემოზე ახსენებს, მოიკრიბოს საჯარო პასუხისმგებლობა, თუ ასეთი რამ გააჩნია, ჩემთან ერთად მოვიდეს პირდაპირ ეთერში და კალმისტრის მაგიდაზე კაკუნის ხალისი სადამდე ეყოფა, იქვე გაირკვევა...
პ.ს. გვარამია აშკარად ხედავს, რომ "მთავარ არხზე" გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც...
და შესაბამისად, აჭრილია.
გაბედოს და პირისპირ დამელაპარაკოს.
იქ გამოიჩინოს თავი, თუ ბიჭია!..
პ.პ.ს. ცხადია, ოპოზიციური ტელემედიის ეთერს ვგულისხმობ" - წერს ნატო ჩხეიძე.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე