რეზონანსი
01.02.2025

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება და ერთ-ერთი აქტიური ტელეწამყვანის შესახებ წერს:

„ეს ივანოვზე დამყნობილი ჩიქოვანი თუ ჩიქოვანზე დამყნობილი ივანოვი ასერიგად რატომ წვალობს?!

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" მიკერძოებულიაო, ვასილ მაღლაფერიძის გავლენა ეტყობაო, ამ ქვეყანაში ტირანია მძვინვარებსო!

ამას აცხადებს პირდაპირ ეთერში და არა მხოლოდ ამას აცხადებს, ,,მოამბის" ყოველ გამოშვებას პროვოკაციულად, ანუ ხელისუფლების ლანძღვით იწყებს.

უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ბალღი ,,ბლატაობს" იქ, სადაც ტირანია მძვინვარებს.

სამწუხაროდ, დღემდე არავინ გამოჩნდა არც ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში", არც ხელისუფლებაში, არც საზოგადოებაში, ამ ივანოვზე დამყნობილ ჩიქოვანს თუ ჩიქოვანზე დამყნობილ ივანოვს შეახსენოს, რომ სადაც ტირანია მძვინვარებს, იქ ეგრე ვერ ,,ბლატაობენ", იქ უბრალოდ ,,მობლატავეებს" დედებს უტ...ნავენ!

სამწუხაროდ, არც იმას ახსენებენ, რომ თუ ,,საზოგადოებრივში" ვინმე არის მიკერძოებული და ზღვარს გადასული, ეს თვითონაა. თუ ,,საზოგადოებრივში" ვინმეს გავლენა ეტყობა, ესეც თვითონაა და იცით, ვისი გავლენა ეტყობა? ,,ნაცების"! ,,გნაცებისა" და შმაცების!

ამ ტიპს, რატომღაც, ყველა ერიდება და როცა ის ,,ბრალდებებს" ახვავებს, ყველა თავჩაღუნული ზის. მაგალითად, ასე იყო გუშინ, როცა ის ბორდის სხდომაზე შეიჭრა, თავისი თქვა, ყველას გადაუარა და წავიდა. არავინ შეაწყვეტინა, არავინ მიუთითა.

ბოლო-ბოლო, ვინ არი ეს ივანოვი, კარასინი, ლავროვი თუ ჩიქოვანი? რატომ არის ასერიგად დაბოღმილი? საიდან მოდის მისი ბალღამი? რატომ არის ასე ,,გაბლატავებული"?

არ იცით?

ვიცი, რომ იცით!

ჰოდა, თქვით, კაცო, თქვით, თორემ მოტ...ნა უკვე ტვინი ამ ივანოვ-ჩიქოვანის ჰიბრიდმა!“ - დაწერა გელა ზედელაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×