რეზონანსი
04.02.2025

სევდა გულში დაუგროვდა და გული გაუსკდა, – ალეკო თეთრაშვილს მეგობრები „დღის პოსტის“ ეთერში იხსენებენ.

გია ბაღაშვილის თქმით, ალეკო ალალი და სუფთა ადამიანი იყო.

„სევდა გულში დაუგროვდა და გული გაუსკდა...თავს მუდამ დედოფლად გაგრძნობინებდა“ - ალეკო თეთრაშვილს მეგო… „შინაგანი სისუფთავე, რომელიც მას ჰქონდა თვალებზე ეტყობოდა. ალალი გამოხედვა ჰქონდა. დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ალამაზებდა ჩვენს საზოგადოებას“, – საუბრობს გია ბაღაშვილი. ბესო ჩუბინიძე ასევე ამბობს, რომ ალეკოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელზეც არ საუბრობდა.

„როდესაც სცენაზე ხარ და მხიარულობ, ყველას ჰგონია, რომ დარდი არ გაქვს. ეს ალბათ ნიჭიერებს შეუძლიათ. როდესაც ფარდა დაეშვება, მაშინ შენი პრობლემების წინაშე რჩები. ასეთი იყო ალეკო. ჯანმრთელობის პრობლემებზე არ საუბრობდა და ეს ძალიან რთულია“, – აღნიშნავს ბესო ჩუბინიძე.

„ალეკო თავს ყოველთვის დედოფლად გაგრძნობინებდა. მას სევდა ჰქონდა, თუმცა

ამას ვერ შეამჩნევდით“, – ამბობს ნატუკა გულისაშვილი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×