
მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ვერაფერს ვეღარ ვწერ. ისეთი გაბრაზებული და დათრგუნული ვარ, მართლა საშინლად ვგრძნობ თავს. ეს აღარ არის არც საქართველოს მითვისება, არც რუსეთი, არც ირანი და არც სსრკ.
როგორ შეიძლება გავისტუმროთ ეს სიბოროტე და მამაძაღლობა. არასდროს არავინ არ გისმენს, სასამართლოში ხარ დამჯდარი და არც ერთ შენ არგუმენტს არ ისმენენ, რუსთაველზე ყვირი და ძვლებს გიმტვრევენ, ხალხს სთხოვ რომ გვერდში დაგიდგეს და დაგცინიან და ძააააალიიიაააან მაინტერესებს აი ძალიან: უსუსურობის განცდა რომ გაქვს ადამიანს, რომ შენს არც ერთ სიტყვას ყურად არ იღებს არავინ, კანონს კანონზე იღებენ, რომ როგორმე მთლად მიწაში ჩაგდონ, ეს ნაბოზარი შალვა რამიშვილი მზია ამაღლობელზე რომ ამბობს: სახელის სამი ასო რომ შეცვალოსო, ეს მართლა ციხეში ამოსალპობი. რამეს რომ აპროტესტებ და გვერდით გიდგას ხან 10 000, ხან 100 000 და ხან 200 000 ადამიანი და მართლა დასაცინად არ ჰყოფნის არც ერთ ქოცს, არც ერთ თქვენგანს, აი ამ სიბინძურეში და თავზე დაჯმაში რომ ვცხოვრობთ და ხმაც რომ არ უნდა ამოვიღოთ, ჩუმად რომ უნდა ვიყოთ, რუსთაველზე დიდიხანი არ ვიდგეთ, ,,თბილისი მოლთან" გვცემონ, გვირტყან და მერე იქიდან 5 ადამიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ, 400-ლარიანი ჯებირებისთვის ხალხი 4-6 წლამდე ჩასვან, თქვენი ხარება, რომელიც პატიმრებს დუბინკებს თხრიდა მიშას დროს, ახლა პროტესტის მონაწილეებს დაემუქროს მოკვლით, ტყეში მიიყვანონ ადამიანები და მოკვლით დაემუქრონ, პირში ჩააფურთხონ, კაცი თავს იწვავდეს და მ ო კ ვ დ ე ს!
და ამის შემდეგ:ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ერთ ადამიანს არ გაუჩნდება ელემენტარული სურვილი ,,ფეიერვერკი" რომ გაისროლოს? ან ქვა? ან იარაღი? თქვენ მართლა ვერ იაზრებთ რა დამოკიდებულებით ხართ და რას სთავაზობთ, უფრო სწორად, რა არჩევანს უტოვებთ ადამიანს? აზრზე ხართ საერთოდ? ცხოვრებაში ასეთი გაბრაზებული არ ვყოფილვარ არავისზე. ჩემ თავზე მეშლება ნერვები კლავიატურაზე ტყაპუნი რომ დამრჩა მხოლოდ.მორჩით!!!! მორჩით ეს ბოროტება და ხარებას ხელის ბიჭობა, თქვე მკვლელებო!
და ხალხო, ამოიღეთ ხმა. აღარ არის ეს მოწოდება, გააღეთ ფანჯარა და მიხვდებით, რომ ცხვირწინ გაქვთ რამდენიმე მაგალითი, რა უნდა მოიკვეთოს ჩვენი ცხოვრებიდან და ვინ უნდა იჯდეს ციხეში სამუდამოდ!" - წერს მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე