რეზონანსი
17.02.2025

"ბა­ტო­ნო კარ­გია, ხომ შვი­ლი რომ კარ­გად გყავთ", „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხალხნო ემ­პა­თია არ გქონ­დეთ, 4 და 6 წლის ბავ­შვე­ბი ჯართს ეძებ­დნენ" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ გუ­შინ ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან გა­მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

"იუ­მო­რი­ნა 2025" სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი ერთხელ უკვე გა­და­ი­დო. მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია: "ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "იუ­მო­რი­ნა 2025"-ის 14 და 15 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­ტა­ნი­ლია 15 და 16 თე­ბერ­ვალს".

მუსიკოს ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძის აზრით, გლო­ვა­საც თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნა­საც:

„ძა­ლი­ან ცუდი მერე, რა­ტომ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რა იყო გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი. რა გე­კონ­ცერ­ტე­ბა­თო? - არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თის მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბა. რო­დე­საც მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, და­საფ­ლა­ვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი იმი­ტომ, რომ ხე­ლო­ვა­ნი კაცი ვარ და სცე­ნა ჩემი ყვე­ლა­ფე­რია. მა­ყუ­რე­ბელს ერთი წა­მით არ უგ­რძნია, რომ მე ჩემი გლო­ვა მქონ­და. ამა­ზე დიდი გლო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, რო­დე­საც მშო­ბელს კარ­გავ.

თქვენ რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ, დი­ლას დაღ­ვრე­მი­ლი იღ­ვი­ძებთ, აი, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ ჩა­ი­საც არ სვამთ. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გო­ნი­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, იმ გლო­ვა­საც და წუ­ხილ­საც და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნას. მე ასე ვი­ცხოვ­რე 48 წელი და აწი, თუ გა­და­მა­კე­თებთ არ ვიცი", - განუცხადა "ამბებს" ხვიჩა მაღლაკელიძემ.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×