რეზონანსი
17.02.2025

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მოშიმშილე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"არ გამოუშვებენ მზიას.

ივანიშვილი 28 ნოემბრიდან მოყოლებული სულ გამწვავებაზე, ვითარების დაძაბვაზე მუშაობს. გადაწყვეტილების სხვა მიმღები დღეს ქვეყანაში არ არსებობს.

კობახიძე-პაპუაშვილი საკუთარ სამუშაო კაბინეტებში ავეჯსაც ვერ აადგილებენ, ალბათ, სუვერენულად.

ბიძინა კი, შეთქმულების თეორიის რომელ განშტოებაში ცხოვრობს ამჟამად, ღმერთმა იცის. ღმერთმა იცის, რას ფიქრობს მზიაზე, ვინ ჰგონია, ვისი დავალებით და რა მიზნით მოქმედი აგენტი.

ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ "ვივამედის" დღევანდელი განცხადების შემდეგ? რა გზას დავადგეთ?" - დაწერა აბსანძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×