რეზონანსი
08.03.2025

19 წლის სან­დრო ქინ­ქლა­ძემ, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს გა­იც­ნო, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ გა­უძ­ლო წნეხს, რო­მე­ლიც მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ქვე­ყა­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ტო­ვა.

"ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკ­ლედ ჯერ არ ვიცი რო­გორ გა­მო­მი­ვა ამ ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა მაგ­რამ და­ვი­წყებ - დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ვარ 2017 წლი­დან, რაც ბავ­შვთა სამ­ყა­რო და­იწ­ვა და ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და მე­ო­რედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დავ­დე­ქი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე. 17 წლის ასაკ­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ რუ­სე­თის­კენ იმა­ზე ჩქა­რა მი­ვე­ქა­ნე­ბით ვიდ­რე ამას წარ­მო­ვიდ­გენ­დი. იმ დღის მერე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, არ და­მის­ვე­ნია, ყო­ველ დღე ჩემს მაქ­სი­მუმს ვდებ­დი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. სი­ცი­ვე­ში, სი­ცხე­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვი­დე­ქი.

ღამე ქუ­ჩა­ში ვხა­ტავ­დი, საპ­რო­ტეს­ტო წარ­წე­რებს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვე­ძებ­დი და ვავ­რცე­ლებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვიბ­რძო­დი რე­ჟი­მის ყვე­ლა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თუ ქმე­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი და მათ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ­დი ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში. შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი ჩემი აწ უკვე მე­უღ­ლე ელე­ნე ხუ­ბუ­ლა­ვა და მას­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლე ეს ბრძო­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი სახ­ლი­დან გა­მი­ტა­ცეს და­მა­ტყვე­ვეს, ფი­ზი­კუ­რად თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მის­წორ­დნენ, მო­მი­სა­ჯეს პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ვე­დი და გა­მო­ვი­ყო­ლე არა­ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და ტრავ­მა, თუმ­ცა არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, დღე რეს­ტო­რან­ში ვმუ­შა­ობ­დი ღამე კი რუს­თა­ველ­ზე ვი­დე­ქი, ამ ყვე­ლაფ­რის მერე და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ჯო­ჯო­ხე­თი, ჯერ უი­მე­დო­ბამ შე­მი­პყრო მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის თვალ­თვა­ლი, ჯერ ელე­ნეს დაჰ­ყვე­ბოდ­ნენ ყველ­გან, სა­დაც კი წა­ვი­დო­და მერე დე­და­მი­სის თვალ­თვა­ლიც და­ი­წყეს და სა­ბო­ლოდ დე­და­ჩე­მის ფოტო გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, თუ რო­გორ მი­დის სამ­სა­ხურ­ში.

შემ­დეგ მე დამ­ხვდა ორი ჩა­ბუ­რუ­ლი "შკო­და" და ია­რა­ღის და­მიზ­ნე­ბით გა­მა­ცი­ლეს, უბ­ნი­დან კი­დევ ბევ­რი, რამ თუმ­ცა მოკ­ლედ რომ ვთქვა, დიდი ზე­წო­ლა და სტრე­სი გა­მო­მა­ტა­რეს პა­ტიმ­რო­ბის მერე. სა­ბო­ლოდ გა­დავ­წყვი­ტე, რომ დავ­ტო­ვო ქვე­ყა­ნა და ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აქ მა­ინც შევ­ძლო მშვიდ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც არ მექ­ნე­ბა იმის შიში, რომ სად­მე მომ­კლა­ვენ ან და­მი­ჭე­რენ. იმე­დი მაქვს, მალე დას­რულ­დე­ბა ეს ჯო­ჯო­ხე­თი თუმ­ცა ამ­ჯე­რად ამ ბრძო­ლა­ში მე ვე­ღარ ვიქ­ნე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის გვერ­დით და ვერ დავ­ტკბე­ბი სცე­ნით, სა­დაც ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხუ­ტე­ბა და ამ­დე­ნი წი­წა­კის და გა­ზის ცრემ­ლე­ბის მერე სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს ვერ ვნა­ხავ, ვერ ვნა­ხავ დე­და­ჩემს, რო­მე­ლიც მე­ტყვის აწი მა­ინც ხომ და­ე­ტე­ვი სახ­ლში და მე­ის­ვე­ნებ. ბო­დი­ში რომ ამ ბრძო­ლა­ში დაგ­ტო­ვეთ იმე­დია გა­მი­გებთ" - წერს სან­დრო ქინ­ქლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სან­დრო ქინ­ქლა­ძე აქ­ცი­ე­ბის დროს და­ა­კა­ვეს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან 12 დღის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×