
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სომხეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.
„ზოგიერთნი სიხარულით წერთ, ვაიმე, ვიგრძენი, შემაქანაო. რა გიხარიათ თქვე მართლა შექანებულებო?! ღმერთს ვთხოვოთ და მამაზეციერს ყველამ ერთად, მართლა ისე არ შეგვაქანოს, ქერო შესაქანებელია და ქერო პოტენციალი აქვს, თორემ გავწყდებით დედაბუდიანად” – წერს თეა გოდოლაძე.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო. მათივე ცნობით, მიწიძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო და შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც. მას შემდეგ სომხეთში კიდევ 3 მიწისძვრა მოხდა, ხოლო საქართველოში - ერთი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე