რეზონანსი
10.03.2025

თბილისში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 28 წლის ნიკა მატკავა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ახლობლები ამბობენ, ის, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ბიჭი სახლში მარტო იყო და როგორც ჩანს, ვერ შეძლო თავის დაღწევა, ცხედარი ბინაში აღმოაჩინეს.

"არ ვიცი დეტალები, ახლა გავიგე ეს თავზარდამცემი ამბავი. ნიკა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ერთ კლასში ვსწავლობდით. გამორჩეული ადამიანი იყო, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ერთი ძმა ჰყავს, მასზე უმცროსი - ლუკა. პატარები იყვნენ დედა რომ გარდაეცვალათ. როგორც მახსოვს, მე-8 თუ მე-9 კლასში ვიყავით, ნიკას დედა რომ დაიღუპა.

ძალიან გულსატკენია მისი ასე ნაადრევად გარდაცვალება, ბოლო დროს არ მქონია მასთან ურთიერთობა, სოციალურ ქსელში დიდად არ აქტიურობდა. ახლა გავიგე ეს მძიმე ამბავი. მისმა ბიძამ დაწერა თავის "ფეისბუქის" გვერდზე, რომ ნიკა გარდაიცვალა, გაზის გაჟონვის შედეგად.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვისაც ნიკა უყვარდა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გარდაცვლილის თანაკლასელმა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×