რეზონანსი
18.03.2025

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 25 წლის ნაირა ვაშაყმაძე, რომელიც დანიშნული იყო და ქორწილი აპრილში უნდა ჰქონოდა.

დაღუპულის საქმრო თემო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს

აქვეყნებს:

„ასე დასრულდა არ დაწყებული“, - წერს თემო ბოლქვაძე. 

„ძალიან შეგვძრა ამ ამბავმა. ნაირა 25 წლის იყო, ძალიან საყვარელი გოგონა. თავზარდამცემი ამბავია, ცხოვრებას ახლა იწყებდა. ჰყავდა შეყვარებული, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, ოფიციალურად დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. უნდა გაეხარა ცხოვრებით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან განვიცდით ყველანი. წარმოუდგენელი ტკივილია. სოფლის მარშუტკით მგზავრობდა და ავარიით დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, განადგურდა ოჯახი“, - ამბობს მისი თანასოფლელი გოგონა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×