
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.
ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი, მოტოციკლის მძღოლი, დავით აბულაძე მოქმედი პოლიციელი იყო. ის კურორტ გოდერძიზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრული იყო.
დავით აბულაძეს ახლობლები ემშვიდობებინ:
"მშვიდობით კარგო ადამიანო" - წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე