
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და იმავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და იმავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია
სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დმანისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი, 18 და 19 წლის ახალგაზრდა, გურამ ადუაშვილი და ნიკა ოკმელაშვილი ემსხვერპლნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე