რეზონანსი
20.03.2025

ჟურნალისტმა და „TV პირველის“ წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ სახეს, ტელეწამყვან თამთა სანიკიძეს დაბადების დღე მიულოცა.

„დასკვნები თქვენთვის მომინდვია“ - ჟურნალისტების ირგვლივ ბულინგის კამპანიას თამთა სანიკიძე ეხმაურება საჯარო მილოცვა სოციალურ ქსელში განხილვის მიზეზი გახდა, რომელიც უმეტესად კრიტიკული შინაარსისაა.

მათ შორისა ქალთა უფლებადამცველი ბაბუცა (ბაია) პატარაია, რომელმაც ოპოზიციური არხის ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე თამთა სანიკიძესთან მეგობრობის გამო გააქილიკა და სანიკიძე დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია.

„მეგობრობს ხალხი, ერთმანეთი ესაყვარლებათ და ეძვირფასებათ. მერე რა რომ ვიღაც პროპ**ონია? მერე რა, რომ ვიღაც მოღალატეა? მერე რა, რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ? ტფილისი ხომ ურთიერთობაა… ნე გავარიიი… ვჩპ!,- დაწერა ბაბუცა (ბაია) პატარაიამ.

აღნიშნულ კრიტიკას თავად თამთა სანიკიძეც გამოეხმაურა,

რომელმაც დაწერა: „დასკვნები თქვენთვის მომინდვია“.

აღნიშნულ საკითხს ოპოზიციის მხარდამჭერები გამოეხმაურნენ:

მღვდელმსახურება შეჩერებული ილია ჭიღლაძე: "ნაგავია დ.ტრაპაიძე, გონებაჩლუნგი არსება". 

ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე: "თამთა სანიკიძესთან რა გამეგობროთ დღემდე".

ფაქტს ეხმაურება „ტვ პირველის“ ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე:"რა სიდებილეა ახლა ეს კამპანია, ქაჯობის კამპანიაა". 

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×