რეზონანსი
21.03.2025

ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას თქმით, 29 მარტამდე არის ბედობა და რასაც ამ 1 კვირის განმავლობაში დავიბედებთ, 3 წელი მასე ვიქნებით. 

"ძალიან მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო უკვე - დერეფანი და ეს ძალიან ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. 29 მარტამდე არის ბედობა, რასაც ეს 1 კვირა დაიბედებთ, 3 წელი ისე იქნებით. 29 მარტამდე არის დაძაბული პერიოდი და საჭიროა გაწმენდა, გათავისუფლება ნეგატიური ენერგიებისგან. საჭიროა მოვიზიდოთ დადებითი ენერგია. ყველაფერს უნ და მივუჩინოთ თავისი ადგილი, როგორც ჩვენში შინაგანად, ასევე სახლში. ურთიერთობები უნდა გადაიყვანოთ ახალ ფორმატში, ზოგადად ეს კვირა მიტევებისთვის საუკეთესო პერიოდია. ეცადეთ შეცვალოთ ძველი ურთიერთობები. 

რაც შეეხება სამსახურს და ფინანსებს, თავი შეიკავეთ რაიმეს წამოწყებისგან. არ ღირს ამ პერიოდში გარისკვა, რადგამ ცრუ შემოთავაზებები გახშირდება. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და მოერიდოთ ახალი ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა ანზორ ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×