რეზონანსი
11.04.2025

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე ავარიაში დაეღუპა, გარდაიცვალა. 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოჰყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა. როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

გარდაცვლილს მეგობრები ემშვიდობებიან:

„ანდრი და ანანო, თქვენს სიყვარულზე ეს კადრები ამბობენ ყველაფერს, მტკიოდა, სული მტკიოდა ჩემი და რომ მოკვდა… ჩემი ანოს ცხოვრებაში ფეხი რომ შემოდგი, შეგიყვარე და ჩემს მეხუთე ძმად მიგიღე მე, თქვენ გული მომიკალით… ახლა კი ორივეს ერთად გტირივართ. ჩემი და გელოდება, ანდრია, დაუსრულებელი სიყვარული იქ გააგრძელეთ… თქვენს შვილთან ერთად“, – წერს დაღუპული ცოლ-ქმრის ოჯახის წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×