რეზონანსი
11.04.2025

აჭარაში მომხდარ ავარიას 7 წლის ნიტა ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა, სკოლასთან, გზაზე გადადიოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს „ემიგრანტების არხის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე.

„გარდაიცვალა 7 წლის ნიტა ბოლქვაძე, გლოვობს ჩემი ბათუმი.

თანაგიგრძნობთ, პირველ რიგში, დედ-მამას. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... არ ვიცი, რას ამბობენ ასეთ დროს... თუკი შეიძლება რამე ითქვას, საერთოდ...

ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი...

კიდევ ერთი პატარა ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს...

შენს გამწარებულ დედიკოს და მამიკოს მხოლოდ შენი ფერად-ფერადი ფოტოები დარჩა სახსოვრად. სიტყვები უძლურია, ტკივილს სახელი არ აქვს...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×