
მას შემდეგ, რაც 16 წლის მარიამ კოხრეიძეს ყბა-სახის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა გოგონამ, სახელად ლილიანამ მსგავსი პრობლების შესახებ ილაპარაკა.
როგორც ირკვევა, ლილიანა უკვე შეხვდა სწორედ იმ ექიმს, ვინც მარიამს ჩაუტარა ოპერაცია, მასთან კონსულტაცია გაიარა და ოპერაციის თარიღიც ჩაინიშნა.
„შევხვდი ბატონ ალთან ექიმს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ორ თვეში დაიგეგმა ყველაფერი და გაკეთდება ოპერაცია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, – წერს ლილიანა სოციალურ ქსელში და ექიმ ალთანთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
პარალელურად ფოტოგრაფმა დანტესმა სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.
„დღეს ლილიანა საქართველოში შეხვდა მარიამის ექიმ ალთან ვაროლს და დაიწყო ოპერაციის სამზადისი.
მოვემზადოთ კიდევ ერთი სასწაულისთვის.
ლილიანას ანგარიშის ნომრებს კომენტარებში დავტოვებ:
მიმღები:ლილიანა
#GE36BG0000000602718489 საქართველოს ბანკი
#GE55TB7843245061100122 თიბისი ბანკი“, – დაწერა დანტესმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე