
16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. დავით ოქროპილაშვილი ცნობილი როგორც „დანტესი“ სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს, სადაც მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობას გვაცნობს. როგორც მარიამი ამბობს, მას ტკივილები და დისკომფორტი არ აქვს.
დანტესის თქმით, ასიმეტრია, რომელიც მოზარდს აქვს სახეზე, ნელ-ნელა მკურნალობასთან ერთად გასწორდება.
„იმედია გავეცით მარიამის ჯანმრთელობის შესახებ ყველა კითხვას სათანადო პასუხი“, - დაწერა დანტესმა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ მარიამს ყბა გვერდზე გაურბის, რაც როგორც ვიდეოდან ვიგებთ, ამ ოპერაციის შემდეგ ნორმალურია. ეს ყველაფერი კი მკურნალობასთან ერთად გაივლის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე