
რუსთაველის თეატრის მსახიობ დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ თავისი დანგრეული შესახებ ესაუბრება. რამდენიმე წელია, ის და დათო დარჩია ერთმანეთს დაშორდნენ. ვიქტორია ამბობს, რომ ეს ურთიერთობა არასდროს უნანია: „მე და დათო 25 წელი ვიყავით ერთად. 2019 წელს გავშორდით ერთმანეთს. ჩემს შვილებს მამა უფრო უყვართ, ვიდრე დედა. ნამდვილად ასეა და ამაზე არ
ვბრაზდები“.
მისი თქმით, წასვლის ინიციატორი თავად იყო, ოჯახის დანგრევის მიზეზი მესამე პირი არ ყოფილა.
"მესამე პირი არ არის. მიზეზი ისაა, რამ მანამდე ხდება ოჯახში. ჯერ ოჯახში ხდება „ის რაღაც“ და მერე ჩნდება მესამე პირი. ოჯახები არასდროს ინგრევა მესამე პირის გამო. ოჯახები ჯერ შიგნიდან ინგრევა და მერე ვიღაცები ჩნდებიან. ჩვენ შორის მესამე პირი არ ყოფილა. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს
ვიყავით ერთად და მოგვბეზრდა ერთმანეთი. ბევრი ოჯახი მინახავს, ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. ახლა რომ ვუფიქრდები, ადამიანმა ოჯახი 40 წლის შემდეგ უნდა შექმნას. მოდით, ასე ჩამოვყალიბდეთ: მე საკუთარი თავი ავარჩიე. ბავშვები უკვე დიდები არიან და მინდა, ვიცხოვრო ისე, როგორც მე მსურს…“ - განუცხადა "სარკეს" ვიქტორია ბუხნიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე