
მსახიობსა და ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა. მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.
გიორგი მდივანის დედა, თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის:
„ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვალაგებ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავწერო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მედექით გვერდში ჩემთვის ურთულეს დღეებში. ვგრძნობდი თქვენს თანადგომას.
პირველ რიგში, უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს. ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის და ყველაზე საუკეთესო დედა, ღვთისმშობელი.
თქვენი თანადგომა, თითოეული ჩემი წუხილის გაზიარება თქვენს მიერ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ლოცვისთვის, რომელიც ჩემი შვილისთვის წარმოთქვით. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ბევრი ადამიანის წინაშე“, - ამბობს ვიდეოში თამუნა
მდივანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე