
რადიკალური აქციების ერთ-ერთი ლიდერის, „რეჟისორ" დათა თავაძის სპექტაკლს სოციალურ ქსელში ეხმაურება პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, რომელიც ვრცელ წერილს აქვეყნებს:
"ფოტოზე ვართ მე და ცნობილი მსახიობი, ,,სამეფო უბნის თეატრის" დამფუძნებელი და თბილისის საპატიო
მოქალაქე, ბატონი მერაბ თავაძე. რას წარმოვიდგენდი, რომ, ოდესმე, ამ გვარის ხსენების შემრცხვებოდა?
ბატონი მერაბი 1993 წელს ზუგდიდში გავიცანი. მაშინ, სამეგრელო გახლდათ უღმერთოდ დევნილი პრეზიდენტის ბატონი ზვიადის თანამებრძოლების თავშესაფარი... ქალბატონ იზასაც ვიცნობდი. საავადმყოფოშიც ვინახულე,დაუძლურებული, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე... მერე იყო და, ჩემი დაბადების დღის ნამცეცობაზე მეწვია, 8 აპრილს, ლია გუდაძესთან და მანანა გაბაშვილთან ერთად. ეს ფოტოც მაშინ გადავიღეთ. შემდეგ, თავის დაარსებულ თეატრში მიმიწვია რომელიღაც სპექტაკლის პრემიერაზე. მოგვიანებით გავიგე, რომ ის უბადრუკი პიესა ბუღაძეს ეკუთვნოდა. მოკლედ, ,,პიესა" სატანის დაწერილს ჰგავდა და სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ტაში რომ არ დავუკარი და ბატონ მერაბს ჩემი აზრი
გავუზიარე, ძალიან ეწყინა. მას შემდეგ არ მინახავს, მაგრამ, მის ოჯახს ,,დროებით" ირინა სარიშვილი რომ
"გაეპატარძლა", არ გამკვირვებია, უარესს მოველოდი... და აი, უარესიც მოხდა!
ქართული თეატრი რომ პორნო-თეატრებად გადაქციეს თანამედროვე რეჟისორებმა, არახალია. სატელევიზიო სერიალებიც რომ უხამსობისა და ბილწსიტყვაობის უხეირო, უგემოვნო ნაზავია, არც ეს გახლავთ ახალი ამბავი. მოვიდა, დრო, რომ ქართველმა ერმა ხმა ამოიღოს და ბოლო მოუღოს აღვირახსნილებას, რაც საქართველოში დამკვიდრდა!
სიმართლე გნებავთ? კი, ბატონო! არტისტები არ წარმოადგენენ ქვეყნის ელიტას, პირიქით, საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებიან. ეს არ გახლავთ დამამცირებელი, ეს, უბრალოდ, სიმართლეა. ამის ნათელი მაგალითია 90-იანი წლები, როდესაც ხელისუფლების დამამხობელთა ავანგარდში, სწორედ მსახიობ-რეჟისორ-ჯამბაზები სჭარბობდნენ!
ოდესღაც, დიახაც ბრწყინავდნენ სახელგანთქმული ქართველი რეჟისორები, ეროვნულები, ძლიერები, ლამაზები... მაგალითად, სანდრო ახმეტელიც საკმარისია! ძლიერი, ლამაზი, არაჩვეულებრივი აღნაგობის მსახიობებიც მრავლად გვყავდნენ, მაგალითად გიორგი შავგულიძის დასახელებაც საკმარისია და, მაინც, ეს არ არის ელიტა.
საქართველოს უნდა ჰყავდეს ელიტა, რომელიც ჩამოშალეს, დაამცირეს, გაანადგურეს! სადღა არიან ელიტარული მეცნიერები? ისტორიკოსები, გეოგრაფები, იურისტები, ეკონომისტები, მწერლები და სხვანი?!
სად გაქრა არისტოკრატია?! სად გაქრნენ დიდი საეკლესიო მოღვაწეები?! მაშ, ვიღაც ავადმყოფი დათა თავაძის საქირქილო გახდა ქრისტეს ნათელით მადლმოსილი საქართველო?! ვიღაც ნიფხავჩახდილმა ავაზაკმა უნდა დაასამაროს ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის ქვეყანა?! ვიღაც ტატრაყუნა ცვედანმა უკანალი უნდა მიუშვიროს მის უდიდებულესობას - ქართველ ერს?! საზოგადოების გამრთობმა ფენამ უნდა იზეიმოს ელიტაზე? რა მოხდა, დრამატურგები ამოწყდნენ დედამიწაზე, რომ მაინცდამაინც ავადმყოფი ფრანგის, სადისტისა და მაზოხისტის, ბილწი რომანებისა და პიესების ავტორის, მარკიზ დე სადის ე.წ. პიესა არ დაედგათ? იმ მარკიზის, რომელიც საკუთარი თუ სხვისი ტანჯვის და ტკივილის გზით ცდილობდა სექსუალური სიამოვნების მიღებას? იმ ფსიქოპათი, უღმერთო, ათეისტი ვაი მწერლის, რომლის ,,უკვდავსაყოფად" დამკვიდრდა სიტყვა ს ა დ ი ს ტ ი? ფუტკარი ყვავილს ეტანება, ბუზი - ფეხსადგილს! ბუზის გემოვნება რომ გაქვთ, ამადაც იპოვეთ დე სადი!
მოკლედ, ის დროა, ყველა ეკლესია ზარს უნდა არისხებდეს! ის დროა, ეკლესია-მონასტრები ქუდზე კაცს უხმობდნენ! კუბოებს რომ დაათრევდნენ ქვაშვეთის ტაძრის წინ და ჩხიბაობდნენ, მე, სხვა მცირედთან ერთად, დიახაც, ხმაავიმაღლე, მაგრამ, რა შედეგი მივიღე? არავითარი!..
სინდისი პატარა ღმერთია! - გვითხრა მამა გაბრიელმა. სად დაკარგეთ სინდისი, თქვე უღმერთოებო! საუკუნის დასაწყისიდან პორტირებულო ბოლშევიკებო! ქართველთმჟლეტი ლევან ღოღობერიძის ნაშიერებო! შემირცხვენია თქვენი წინაპრები! შემირცხვენია თქვენი ოჯახები! დაგვიჩემებია: ამის შვილია! იმის შვილიშვილია! თქვენც, ახლა, კოტე აფხაზის, ვაჟა-ფშაველას ან ვანო მაჩაბლის შთამომავლები არ იყოთ, რა! ლაგამაწყვეტილი გოიმები და ქაჯები ხართ! ერისგან მოქნეული მათრახი თუ დაგაოკებთ თქვენ, იუდასეულ ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულებო! თქვენც ცხენის კუდზე გამოსაბმელები და სათრევები ხართ, იქედნეთა მიერ შეთითხნილ პიესებზე დადგმულ ე.წ. სპექტაკლებს რომ ესწრებით და ტაშს უკრავთ! დიახ, არანაკლები გოიმები და ქაჯები ხართ! დაე, ქვად იქეცით!
P.S. ვიღაც უმეცრები კომენტარებში მეტლიკინებიან, მაგრამ, ქრისტესთან ერთად არაფრის მეშინია! მეც გვიან მივედი ქრისტესთან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ მასთან ბრძოლა არავის მოუგია! პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია ქრისტეს თანადგომა. რას მოვესწარი!
მადლობას გიხდით ამ სიხარულს რომ მაზიარეთ.
დიდება უფალს!
ქრისტე ჩვენს გულებში!
ბოლოკუდა:
რა ვქნა, ვიდეო ვერ გამოვაქვეყნე. ვერ შევძელი! იმდენად ამაზრზენია, არა და ვერა! თავად მე, ერთი ცოდვილი პოეტი ქალი ვარ, მაგრამ, რასაც თქვენ კადრულობთ, იმ ცოდვისგან, უფალმა დამიფაროს! მომკლას და ის დღე არ გამითენოს!
ვიმეორებ: ნათქვამი ისე არ გამიგოთ, რომ თავი მამა აბრაამის ბატკანი მგონია. არა და არა! მაგრამ იესო ქრისტეს საქვეყნოდ დაცინვა და გინება დედა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში?! ჯვარი მწერია! არა და არა! არა და არა! არა და არა!
დავით სარაჯიშვილმა ბრძანა: "მიზანი არაფერია, მთავარია მოძრაობა!"
ჰოდა, მეც ავმოძრავდი და სილა გაგილაწუნეთ! აი, ასე!
მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თანამედროვე კოლონა მეტისმეტად გარუსდა, გაავდა, გათავხედდა, გაარტისტდა! გაასპიტდა!
რადგან:
„კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე