
ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს… მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში “პაციენტი”.
"პროფილაქტიკურ ანალიზს წელიწადში ორჯერ ვიკეთებ. ერთმანეთს ეძახიან ექიმები, ცინკიც ნორმაში აქვს, ცინკიიიც. კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ნახევარი ორგანო მოვიბდღვენი, მეტი რა უნდა მექნა? ძალიან მსუქანი ვიყავი, რომ ვდგებოდი სავარძელი მომყვებოდა. სულ ვჭამდი, ვერ ვაკონტროლებდი. შოკოლადს, ხილს ვჭამდი ბევრს.
მივხვდი, რომ ჩემით ვერ მოვერეოდი და დათო აბულაძემ გამიკეთა კუჭის ოპერაცია. მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი, ძალიან გამიჭირდა. 60 კილო დავიკელი. დავკარგე წონა და წონასთან ერთად ემოცია. ჩემი საქმე ემოციის გარეშე არ გამოდის და ამას კინაღამ გადავყევი. ემოციურად ძალიან გამიჭირდა. გასულ ზამთარს გავიდა სამი წელი და ახლა მოვედი ჭკუაზე. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ზურა შევარდნაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე