
ნანუკა გულუამ, რომელიც მესამე შვილზეა ორსულად, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. მას ჰკითხეს, გეგმავს თუ არა მეოთხე შვილის გაჩენას, რაზეც მან ვიდეომიმართვით უპასუხა:
"მე-4 შვილსაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, მაგრამ ამ ორსულობაში ხერხემლის ტკივილმა და სავარაუდოდ თიაქარმა, რომელსაც ვერ ვუმკურნალე, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო, ძალიან მიჭირს ეს ორსულობა, ძალიან დიდი ტკივილები გადამაქვს და შესაბამისად, მეოთხე შვილს ალბათ აღარ გავაჩენ", - თქვა ტელეწამყვანმა.
ნანუკას და მის მეუღლეს კახა კაშიას ორი შვილი ჰყავთ - ნინა და იკა, რომელთა გაზრდაში ძიძები ეხმარებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე