
10 მაისს გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს შეეჯახა. დაიღუპა კურიერი, რომელიც მოპედს მართავდა. გარდაიცვალა 31 წლის შაკო შარაბიძე. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები წერენ, გაირკვა, რომ ავტომობილს 13 წლის მოზარდი მართავდა, რომელმაც მანქანა, რომელიც შაკო შარაბიძეს იმ დროს დაეჯახა, როცა მოპედით გადაადგილდებოდა.
"მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს, 13 წლის მკვლელთან ამ პოსტმა, და მის ოჯახთან. 13 წლის მკვლელმა როგორც იცით რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი შაკო შარაბიძე მოკლა. დღეს შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელმა, და უთხრეს რომ საქმე უნდა დაეხურათ რადგან მკვლელი არის 13 წლის.
დღეს შაკოს ოჯახმა უყურა ჩანაწერებს, სადაც ჩანს 13 წლის ნაგავმა, გაუზრდელმა მკვლელმა, თავის გართობას როგორი ბიჭის სიცოცხლე შესწირა. ანუ ხვალ შეიძლება ისევ იგივე გააკეთოს მკვლელმა, და ისევ ვინმეს სიცოცხლე წაართვას.
შაკოს მკვლელის სახელი და გვარი და ფოტო მომაწოდა ოჯახმა, და რადგან არასრულწლოვანი ყოფილა კანონი მე დამსჯის ამის გამო, და მკვლელმა რომელმაც ახალგაზრდა მეგობარი მომიკლა ის დაუსჯელი უნდა დარჩეს მკვლელის ოჯახიდან არც ერთს არ ეყოთ იმის გამბედაობა, გარდაცვლილის ოჯახთან გასულიყო კონტაქტზე. რა აზრი აქვს, რომელიმე თქვენგანის სიცოცხლეს? მკვლელებო!!!
თვითგვემას მიეცით თქვენი თავები, მკვლელმაც და მათი ოჯახის წევრებმაც. ქუჩაში არ გახვიდეთ!!! ვიბრძოლებთ იქნებ რამე შევძლოთ. ყველას გთხოვთ დახმარებას, იქნებ დაგვეხმაროთ, არსებობდეს რაიმე მექანიზმი რომ ასე არ დაიხუროს საქმე, ასე არ შერჩეს მკვლელს ჩემი შაკოს სიცოცხლე" - წერს შაკო შარაბიძის ოჯახის ახლობელი ნინო ბარამიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე