რეზონანსი
13.01.2020

ახალგორში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

131 დღეა ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი.

10 მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება.

მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა- აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი- არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან.

მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას.

გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო, თბილისამდე რომ ჩააღწიო. ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია დოკუმენტის(საშვი) არ არსებობის გამო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება- თარიღის და ბეჭდის დასმა, თუმცა თვეები ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით- საშვი არ აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ "არ ისარგებლეს".

თქვენ მეტი ძალა გაქვთ გადასცეთ ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას- ვითხოვთ გადაადგილების თავისუფლებას- ან მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან მოელაპარაკოს გადაწყვეტილების მიმღებ ძალას თუ ადამიანებს გზის გახსნაზე- პირობა თავად მოეძებნოს" - წერს მეარაყიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )