რეზონანსი
13.01.2020

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია "სარკესთან" თავის ხელფასზე და ცხოვრებისეულ მომენტებზე საუბრობს. როგორც გვარამია ამბობს, იგი ბევრ ადამიანს ეხმარება და საკმაოდ ბევრს ხარჯავს ტანსაცმლის შეძენაზე:

"მე ძალიან ბევრ ადამიანს ვარჩენ – მეგობრებს, ნათესავებს. ვისაც უჭირს, ჩემი ხელფასიდან მოჭრილად პირდაპირ მიდის 500-1000 ლარი მათკენ. ზოგს 1500-საც ვაძლევ. ოჯახის წევრებსაც ვინახავ და ა.შ. ვთვლი, რომ ასეა საჭირო, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებს რომ საჭმლის ფული არ ჰქონდეთ, ჩემთვის მიუღებელია.

თავადაც გამომივლია ეს პერიოდი და არ მინდა, რომ ვინმე ჩემიანმა ასე იცხოვროს. თვითონ არ მთხოვენ, მაგრამ მე ვიცი, ვის სჭირდება. ჩემი ხელფასიდან ავტომატურად ირიცხება გარკვეული თანხები დაახლოებით 10 მიმართულებით. თავს კი არ ვიწონებ, მართლა ასეა.

ამის გარდა, ჩემი სამუშაოც არაა მარტივი და საკმაოდ ხარჯიანია. ერთადერთი, რაშიც ჩემთვის შეუზღუდავად ვხარჯავ ფულს, ტანსაცმელია. შოპოჰოლიზმი მაქვს და ეს არის ჩემთვის დიდი თერაპია. ამ ქვეყანაში სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ფაქტობრივად არსად სიარულის უფლება არ მაქვს, არც ბარში ღამით და არც სხვა ადგილას დროის სატარებლად, რადგან 10 მანქანა მაინც დამდევს, რომლებიც ყველაფერს იწერენ და მერე აქვეყნებენ.

ასე რომ, ძალიან შეზღუდული ვარ და არც ეს ხელფასი მაძლევს რაიმე განსაკუთრებულს. ყოველ შემთხვევაში, 7 წელი ამ ხელფასმა ის ვერ მომიტანა, რომ რაიმე სერიოზული ქონება მქონოდა. ჩვენი საკუთარი ავტომანქანაც არ გვყავს. სოფოს მზითევის ფულით უნდა მეყიდა მანქანა და მაშინ მოხდა, რაც მოხდა “რუსთავი 2”-ში, განვადებით ნაყიდი მანქანა უკან დავაბრუნეთ. ახლა ჯარიმა მაქვს გადასახდელი", - განუცხადა "სარკეს" გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )