რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) ნატა ფერაძის ფეისბუქზე წერენ მეგობრები: " ნატა გამოუშვეს ხელწერილით. გოგოები დატოვეს კაპეზეზე".რატომ დააკავეს? როგორც თავად ნატა და მისი მეგობრები ავრცელებენ ინფორმაციას:

ის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილია"-ს სახელით შეშა მიუტანა.

"პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქეცეოდა. ნატა პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის კაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:

"დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ" - რის შემდეგაც დააკავეს.

რა წერია ხელწერილში, რომელიც ნატას დააწერინეს?

ცხადია, ნატას არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ გინებას არ მოიშლის, შემოლაწუნება კი გინებაშიც არ ითვლება.

ნატა არ დაწერდა, რომ მეტს აღარ იზამს!

ამბის მორალი?

ბიძინა ივანიშვილს დემოკრატია არ უვარგა.

ნატას ფეისბუქგვერდზე მეგობრები წერენ:

"მიზეზიც აღარაა საჭირო რომ დაგაკავონ.

ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili გასაოცარი დემოკრატიაა!"

ყველა შენს წინააღმდეგ რომ მიდის, ბატონო ბიძინა, ქუდიც აღარ უნდა დაიხურო, ისე უნდა წახვიდე!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )