რეზონანსი
19.01.2020

ბიძინა ივანიშვილს, „მოწყალებაზე“ უარი მარჯანიშვილის თეატრის ექვსმა მსახიობმა უთხრა. ამის შესახებ თეატრის მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა განაცხადა. მსხიობის თქმით, ამ შემთხვევაში უმადურობა არაფერ შუაში არაა. სანამ ივანიშვილი მეცენატი იყო, მისგან დახმარების მიღებაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მსახიობებმა ვალდებულებების აღებაზე უარი თქვეს.

„ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე 2012 წელს ვთქვი უარი. მანამდე მეცენატი იყო და მის დახმარებაზე უარი არ გვითქვამს. ახლა მისგან „შემწეობის“ მიღება, სწორი არ არის. ჩემს გარდა, მარჯანიშვილის თეატრში კიდევ რამდენიმე მსახიობმა თქვა უარი დახმარების მიღებაზე. მათ შორის არიან დიმიტრი ტატიშვილი, ბაია დვალიშვილი, მანანა კოზაკოვა, აკაკი ხიდაშელი და ქეთი ცხაკაია“, – განუცხადა „2020NEWS“-ს ჩოლოყაშვილმა.

"უფროსი ასაკის მსახიობებს მეტი ჰქონდათ (პერსონალური) დახმარება. მათ მგონი, 5 000 ლარს უხდიდნენ,

მე, მაგალითად,  200 დოლარს. მარჯანიშვილის თეატრში ყველა მსახიობი იღებს დახმარებას, ვინც გითხარით მათი გამოკლებით. თეატრში კი, თუ სწორად მახსოვს 60 მსახიობია", - აღნიშნა ჩოლოყაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფონდი „ქართუ“ წლების განმავლობაში ყოველთვიურად ეხმარება საზოგადო მოღვაწეებს, მათ შორის მსახიობებსა და სპორტსმენებს. თანხა განსხვავებულია, რაც ხშირ შემთხვევაში, ზოგიეთი მათგანის განაწყენებას იწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )